Rus   Eng  Geo
phone+995 322 226 229, +995 574 363 131
Мой статус skype: positivetravel1, Мой статус positivetravel2
აბულაძის ქ. 30, თბილისი, საქართველო

პრეს-რელიზისანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის მონაწილეობის შესახებ საქარველოშიტურიზმის მე-17 საერთაშორისო  გამოფენა-ბაზრობაში «CTF-CAUCASUSTOURISMFAIR 2015» (თბილისი).

სანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას ტურიზმის მე-17 საერთაშორისო  გამოფენა-ბაზრობაში «CTF-CAUCASUS TOURISM FAIR 2015» (თბილისი, საქართველო, 16-18 აპრილი 2015 წ.). ტურიზმის გამოფენა-ბაზრობა ეძღვნება საქართველოს შიდა და გამსვლელ ტურიზმს.

 სანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის მონაწილეობის ერთ-ერთი საკვანძო მიზანია — საქართველოსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარება.

მიუხედავად სავიზო ბარიერებისა ტურისტებს საქართველოდან ორგანიზებული ჯგუფების შემადგენლობით შეუძლიათ ისარგებლონ სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე 72 საათის განმავლობაში უვიზოდ შესვლის უფლებით საკრუიზო თბომავლებზე და ბორანებზე. ჰელსინკში ბიუჯეტური ავიარეისებით ჩამოფრენის შემდეგ ტურისტებს შეუძლიათ დაჯდნენ ბორანზე, რომელიც ყოველდღიურად გადის სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, მოახდინონ მოგზაურობა  ფინეთის ყურის მიმართულებით და გაატარონ სამი დაუვიწყარი დღე სანქტ-პეტერბურგში, ამასთანავე თავიდან აიცილონ ვიზების გაფორმების პროცედურა.

სანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტი სთავაზობს გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს ეწვიონ სტენდს 11.25, სადაც ტურბიზნესის პროფესიონალებს და ტურიზმის სფეროში წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს ელოდება პრეზენტაცია  სანქტ-პეტერბურგის ტურისტული პოტენციალის შესახებ.