Rus   Eng  Geo
phone+995 322 226 229, +995 574 363 131
Мой статус skype: positivetravel1, Мой статус positivetravel2
აბულაძის ქ. 30, თბილისი, საქართველო


ტურის დაჯავშნა!

1 დღიანი ტური ქუთაისში

 

 თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით. მონახულების ადგილები: ბაგრატი (X-XIსს ) ტაძარი. გელათი (XIIს) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი.

მოწამეთა_ეკლესია, სამრეკლო, ორი კოშკი, გალავანი და წინამძღვრის სახლი, მოწამეთას ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემავალ ნაგებობებს წარმოადგენს. და ბოლოს სათაფლია.

სათაფლია, დინოზავრების ნაკვალევის და კარსტული მღვიმის აღმოჩენამდე, ცნობილი იყო, როგორც ველური ფუტკრის ძლიერი პოპულაციის საბინადრო გარემო. მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა მეფუტკრეობას და თაფლის უხვი მოსავლიანობის გამო, “სათაფლია” უწოდეს. 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა, ადგილობრივი მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის თანამშრომელმა და ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა (რომლის საფლავიც დაცულ ტერიტორიაზეა), პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებლის ძიებისას, სათაფლიის ტერიტორიაზე კარსტული მღვიმე აღმოაჩინა. მღვიმის სიგრძე 900 მეტრს აღწევს. იმავე ჭაბუკიანმა, 1933 წელს აღნიშნულ მღვიმემდე მისასვლელი გზის გაყვანის სამუშაოების დროს მერგელოვან კირქვაზე უკვე ცარცული პერიოდის გადაშენებული ქვეწარმავლის - დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი იპოვა. 

დაბრუნება თბილისში! მშვიდობიანი მგზავრობააა!!!

 

        ფასი მოიცავს:

  • ტრანსპორტირებას
  • კვალიფიციურ გიდს
  • შესასვლელ ბილეთებს
  • სასმელ წყალს

 

დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით:

ქ.თბილისი , აბულაძის 30;

ტელ : 2 226 229

მობ: 577 379 397

E-mail: info@positivetravel.ge